25 დეკემბერი 2024,   16:59
ვრცლად
ვინც არ აპირებდა ჩამოსვლას, პირიქით, გადაწყვიტა, ჩამოვიდეს - სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია პუტინის ემბარგოზე საუბრობს

ქართული ბიზნესი რუსული ეკონომიკური ემბარგოს წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯების გადადგმას ცდილობს. სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი აცხადებს, რომ პუტინის მორიგი ემბარგო ძირითადად შავი ზღვისპირეთს დააზარალებს, რადგან რუსი ტურისტების უმეტესობა სწორედ აჭარაში ისვენებდა.

რაც შეეხება თბილისს და აღმოსავლეთ საქართველოს, შალვა ალავერდაშვილის თქმით, ქვეყნის ამ ნაწილში ძირითადად დაბალ გადახდისუნარიანი რუსი ტურისტები ისვენებდნენ.

ფედერაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მას აქვს კომუნიკაცია რუსულ ტუროპერატორებთან, რომლებსაც აქვთ მზაობა, რომ გადაიხადონ უფრო მეტი ფული და ჩამოიყვანონ რუსი ტურისტები საქართველოში დასასვენებლად. მისივე თქმით, ფედერაცია ცდილობს ბაზრის დივერსიფიცირებასაც, რათა რუსი ტურისტების გარდა საქართველოში ჩამოიყვანონ ევროპელი და აზიელი ტურისტები.

„სეგმენტი იცვლება, პირიქით, ის ადამიანები, რომლებსაც მეტის გადახდა არ შეეძლოთ და შედარებით იაფს იხდიდნენ, ისინი რეალურად ემორჩილებიან თავისი ე.წ. მეფის ბრძანებას. სეგმენტი, პირიქით, უფრო მაღალი გადახდისუნარიანი, პირიქით, იძახის რომ არა, ჩვენ უფრო მეტად იძახის, რომ ჩვენ უფრო მეტად ჩამოვალთ და საერთოდ არ ვაპირებდით საქართველოში ჩამოსვლას და ახლა გადავწყვიტეთ საქართველოში ჩამოსვლა. ისე როგორც ღვინის შემთხვევაში მოხდა, ჩვენ შემთხვევაშიც უფრო მეტად მოხდება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. კონკურენციის საფუძველზე და უფრო მეტად მოხდება დივერსიფიცირება ბაზრებზე სხვადასხვა მიმართულებით,“ - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში უკვე დაწყებულია სასტუმროების დაჯავშნა და ეს რიცხვი იზრდება.

შეგახსენებთ, რომ პუტინის განკარგულებით, საქართველოს მიმართულებით ფრენები აიკრძალა. მან ასევე გასცა ბრძანება საქართველოში მყოფი რუსი ტურისტების უკან გაწვევის თაობაზე. 

დღის ამბები