15 ნოემბერი 2024,   11:54
ვრცლად
დამშვიდდით, ნუ თესავთ პანიკას - მამუკა მდინარაძე "რუსთავი 2-ში" შემოჭრის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

დამშვიდდით, ნუ თესავთ პანიკას - ასე ეხმაურება "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადებას სამაუწყებლო კომპანიაში მოსალოდნელ შემოჭრასთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძე. „ქართული ოცნების“ წევრი აცხადებს, რომ "რუსთავი 2-ს" საფრთხე არ ემუქრება.  

„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მსგავსი საფრთხეები არის შეუძლებელი არსებობდეს. არ არსებობს მსგავსი საფრთხეები, ამიტომ დამშვიდდით, დაწყნარდით. პანიკას ჰაერიდან ნუ თესავთ,“ - განაცხად მამუკა მდინარაძემ.

რა გარანტია აქვს ტელეკომპანიას, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების ეს განცხადებები ისეთივე სიცრუე არ იქნება, როგორც 20 ივნისის ღამეს პრემიერის განცხადება, რომ პოლიცია ცრემლსადენ გაზს და რეზინის ტყვიებს არ იყენებს, ამ კითხვამ მამუკა მდინარაძე გააღიზიანა. მისი თქმით, ეს უგუნური შედარებაა.

„აბსოლუტური უგუნურებაა ამ ორი შემთხვევის ერთმანეთთან შედარება, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ "რუსთავი 2," ტელევიზია, შენობა მისი აიდგამს ფეხს, წავა პარლამენტში, დაიჭერს ხელკეტს, ცემს პოლიციელს, შეჭრას მოინდომებს პარლამენტში, დამხობას ხელისუფლებისას და ამის შემდეგ შეიძლება უკან წავიღოთ ჩვენი სიტყვები იმიტომ, რომ ამის შემდეგ პოლიციას შეიძლება მოუწიოს ძალის გამოყენება,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ პოლიციამ მას შემდეგ გამოიყენა ძალა, რაც ნახა, რომ ის ადამიანები, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, უმართავები გახდნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები