25 აპრილი 2024,   17:44
ვრცლად
უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა - ბიძინა ივანიშვილი

„უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა,“ - ეს განცხადება, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

"ქართული ოცნების" ლიდერი 20 ივნისის სისხლიან მოვლენებს, მხოლოდ რამდენიმე წინადადებით გამოეხმაურა. 

„ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს, ჩვენი ინიციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა, იმავდროულად საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა მოჰყვეს და დარწმუნებული ვარ მოჰყვება კიდეც სამართლებრივი შედეგები - უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის მთავარი სასაუბრო თემა დღევანდელ ბრიფინგზე საარჩევნო სისტემა იყო. დღეს გაირკვა, რომ აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება დაკმაყოფილდა. თუმცა "ქართული ოცნების" ლიდერს, არაფერი უთქვამს მთავარ მოთხოვნაზე - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ აქცია მეხუთე დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნები კი პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, შს მინისტრის გადადგომა, დაკავებულების გათავისუფლება და დამნაშავეების დასჯაა. 

დღის ამბები