26 აპრილი 2024,   05:26
ვრცლად
აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტება - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

უფლებამოსილების გადამეტება - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. განცხადება საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. 

პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, საქმეზე ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება აქციის ცალკეულ მონაწილეთა მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან ფიზიკური ძალისა და კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენების დროს, უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტების სრულყოფილად გამოძიების მიზნით. 

„გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო 333 მუხლის ბ ქვეპუნქტით, საქმეზე ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება სამართალდამცველთა მხრიდან ფიზიკური ძალისა და კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენების დროს უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების სრულყოფილად გამოძიების მიზნით,“-განაცხადა კოკა კაციტაძემ.

პროკურატურა თხოვნით მიმართავს მოქალაქეებს, მიაწოდონ ნებისმიერი მტკიცებულება, რათა ყველა გადაცდომასთან დაკავშირებით მოხდეს სამართლებრივი რეაგირება.

„იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყო გამჭვირვალობა, გენერალური პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, პროცესში ჩართოს სახალხო დამცველი იმ ფარგლებში, რაც საჭირო იქნება გამოძიებაში ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის ფუნქციის განხორციელებისთვის,“-განაცხადა კაციტაძემ.

დღის ამბები