21 სექტემბერი 2024,   05:02
ვრცლად
“უკრაინელების გულები საქართველოსთვის ძგერს“ - პეტრო პოროშენკო ქართველების მხარდასაჭერ ვიდეო რგოლს აქვეყნებს

“უკრაინელების გულები საქართველოსთვის ძგერს“ - ამ სათაურით უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა “Facebook”-ის საკუთარ გვერდზე მიმართვა გაავრცელა. პეტრო პოროშენკომ გამოაქვეყნა ვიდეო რგოლი, რომლითაც უკრაინელებს ქართველებისადმი მხარდაჭერისკენ და საქართველოში სამოგზაუროდ ჩასვლისკენ მოუწოდა.

მან ასევე, უკრაინის ხელისუფლებას მიმართა უკრაინასა და საქართველო შორის ავია მიმოსვლის ღირებულების შემცირებაზე იმუშაონ.

პეტრო პოროშენკოს თქმით, საქართველო, ისევე როგორც უკრაინა, უკვე მრავალი წელია ებრძვის რუსულ აგრესიას. პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები იმის შესახებაც, რომ საქართველოს ოფიციალური სახელწოდება უკრაინულადაც „საქართველო“ იყოს.

"ჩვენი პოლიტიკური პარტია სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც ეწინააღმდეგება რუსულ იმპერიალიზმს და იბრძვის ოკუპაციის წინააღმდეგ. მოსკოვს უნდა კიდევ ერთხელ შეასუსტოს საქართველო ეკონომიკურად, საჰაერო კომუნიკაციების დაბლოკვითა და საქართველოს ტურიზმისთვის ზიანის მიყენებით. უკრაინელებმა არ უნდა დავტოვოთ ჩვენი ქართველი ძმები გასაჭირში. რა თქმა უნდა, მე მოვუწოდებ უკრაინელ ხალხს, რომ დაისვენონ უკრაინაში, მაგრამ მათ, ვინც აპირებდნენ სამოგზაუროდ საზღვარგარეთ ან ოკუპირებულ ყირიმში ჩასვლას, რეკომენდაციას ვაძლევ რომ გეზი საქართველოსკენ აიღონ. ძალიან მნიშვნელოვანია დავეხმაროთ მათ, ვინც როგორც ჩვენ, უამრავი წელია ებრძვის რუსულ აგრესიას. საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მხარდაჭერას ნიშნავს,"- განაცხადა პოროშენკომ.

დღის ამბები