26 აპრილი 2024,   15:50
ვრცლად
მე როცა მინისტრი ვიყავი სისხლი არ დამიღვრია, გახარია უნდა გადადგეს - ნარჩემაშვილი აქციის მონაწილეებთან გავიდა

მე როცა ვიყავი მინისტრი სისხლი არ დამიღვრია, დღეს გამოვედი და ვთქვი, რომ გახარია უნდა გადადგეს - ასე მიმართა კობა ნარჩემაშვილმა პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილ ხალხს. აქციის მონაწილეებს სირცხვილის დერეფანი აქვთ მოწყობილი და ისინი აპირებენ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები შეძახილებით გააცილონ.

რამდენიმე წუთის წინ სწორედ აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ კობა ნარჩემაშვილს. თუმცა ყოფილმა შს მინისტრმა და საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა განაცხადა, რომ ის ხელისუფლებას სწორედ არასწორი პოლიტიკის გამო გაემიჯნა.

მისი თქმით, 2003 წელს, როდესაც ვარდების რევოლუცია მოხდა და პარლამენტის შენობასთან 70 ათასი კაცი იდგა, რომელიც შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში შევიდა, ის შს მინისტრი იყო და ერთი ტყვია არ გაუსვრია და გაზი არ გაუშვია მომიტინგეების წინააღმდეგ.

აქციის მონაწილეებმა კობა ნარჩემაშვილს სთხოვეს, რომ ივანიშვილი პასუხისმგებლობაზეც ისაუბროს.

„პერსონალურად პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვისთვის, სისტემის ინსტიტუციური გადარჩენისთვის, დემორალიზებას გამოიწვევს პერსონალიების დასჯა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა არსებობს იმიტომ , რომ ხელისუფლება კი არ გადარჩეს გადარჩეს ინსტიტუციები,“-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

მისი თქმით, 20 ივნისს, ღამის ორი საათამდე პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა პროპორციული იყო, ხოლო ორი საათის შემდეგ და განსაკუთრებით დევნის ოპერაცია ძალის გადამეტებას წარმოადგენდა.

დღის ამბები