25 აპრილი 2024,   10:44
ვრცლად
პარლამენტი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე მსჯელობას იწყებს

პარლამენტი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე მსჯელობას იწყებს. საკითხს ხვალ საკომიტეტო მოსმენაზე განიხილავენ. 

დეპუტატ ნიკა მელია წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა მისთვის საპატიმრო ღორნისძიების გამოყენებას მოითხოვს. 

პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით პარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ განცხადება პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

უმრავლესობაში პროკურატურის მოთხოვნის შესახებ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ნიკა მელიას მიმართ, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითვალისწინებს, პირველ კომენტარს აკეთებენ.

 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი ამბობს, რომ ხვალვე, ნიკა მელიას საკითხს საკომიტეტო მოსმენაზე განიხილავენ.   

„იმუნიტეტი ვრცელდება დაკავებაზე და ჩხრეკაზე. ანუ, პროკურატურა ვერ განახორციელებს პარლამენტის წევრის დაკავებას ან ჩხრეკას, პარლამენტის თანხმობის გარეშე. ამჟამად შემოსულია პროკურატურისგან თხოვნა, რომ დროებით შეუჩერდეს ნიკანორ მელიას იმუნიტეტი, პარლამენტი ამ საკითხზე, ბუნებრივია იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. თავად პროცედურა არის შემდეგი: მას შემდეგ, რაც ბიურო განსაზღვრავს კომიტეტს და ეს კომიტეტი იქნება საპროცედურო საკითხთა და წესდების კომიტეტი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის საკითხზე მოხდება, პირველ რიგში, ამ საკითხის განხილვა, ვინაიდან, მჭიდრო ვადებში ვართ მოქცეული, მე ვფიქრობ რომ საკომიტეტო განხილვა ხვალვე ჩატარდება, სავარაუდოდ ეს დილითვე იქნება ხვალ და ხვალვე, პლენარულ სხდომაზე იქნება შესაძლებლობა, რომ პარლამენტმა იმსჯელოს მისთვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.

გენპროკურორის უფლებამოსილი პირი კომიტეტებზე ახსნის მოთხოვნის საფუძველს. დამსწრეთა უმრავლესობით მიიღებენ სესიაზე გადაწყვეტილებას.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები