24 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
თავდასხმა "iPhone +"-ის მაღაზიაზე - დამნაშავეებმა მძევლები აიყვანეს

პეკინზე  "iPhone +"-ის მაღაზიაზე რამდენიმე წუთის წინ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელმა მძევლად მაღაზიის ერთი თანამშრომელი აიყვანეს.  პირი, რომელიც მაღაზიაში შეიწრა ცივი იარაღით არის შეიარაღებული. ის სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი. დაკავებული ჯერ კიდევ შენობაში იმყოფება. 

 

„მძარცველი შემოიჭრა ჩვენთან,რომელიც შეიარაღებული იყო დანით, მძევლად აიყვანა კონსულტანტი, ითხოვდა თანხას და ტექნიკას.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, რომელბმაც ეს ადამიანი აიყვანეს.

ეს ადამიანი ადრეც დადიოდა ჩვენთან მომხმარებელი იყო, ამიტომ ვერ წარმოიდგენდა თანამშრომელი, როდესაც მოითხოვეს ფული და ცივი იარაღით შემოვიდნენ,“-აცხადებს "iPhone +"-ის მენეჯერი გოგა თურქია.

 

როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მამაკაცი მაღაზიაში ყაჩაღობის მიზნით შეიჭრა. მას მძევალი არ აუყვანია და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.  

 

დღის ამბები