23 აპრილი 2024,   09:29
ვრცლად
ყველა ადამიანი გადაწყვეტილებას იღებს თავად - მარიამ ჯაშმა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას ხმა არ მისცა

ყველა ადამიანი გადაწყვეტილებას იღებს თავად - საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ჯაშმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების შესახებ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

მარიამ ჯაშის თქმით, მისი აზრით, შესაძლებელი იყო ალტერნატიული გადაწყვეტილებას მიღება. ჯაში გამორიცხავს, რომ რომელიმე დეპუტატმა საკუთარი სურვილის წინააღმდეგ მისცა ხმა მელიას წინააღმდეგ.

„არა იმიტომ რომ სიმპატიები არსებობს, მასთან ყველაზე ნაკლებად მაკავშირებს ნაცნობობა და თანამშრომლობა, ვფიქრობ,რომ შესაძლებელი იქნებოდა ალტერნატიული გადაწყვეტილებების მიღებაც. იყო ალტერნატივები, შესაძლებელი იყო აღკვეთის ღონისძიების ნაცვლად. ყველა ადამიანი გადაწყვეტილებას ღებულობს თავად და ვფიქრობ,შეიძლება უფრო ძლიერი პოზიციები ყოფილიყო ადგილზევე რეაგირებით, რომელიც ასევე კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით არის მოაზრებული. დღეს ყველამ ის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მიაჩნია სწორად,“-განაცხადა ჯაშმა.

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების გადაწყვეტილებას ხმა 91 დეპუტატმა მისცა. მელიას იმუნიტეტის შეჩერებას ხმა არ მისცა საპარლამენტო უმრავლესობის სამმა წევრმა: მარიამ ჯაშმა, ბექა ოდიშარიამ და რომან კაკულიამ.

გამოძიება მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ძალადობა, მონაწილეობას ედავება. ბრალდება 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

დღის ამბები