22 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
„9 წლით ვინც თავის ნაძირლობას გაამართლებს, იმის დედა მოვ...ან მე,"-შელაპარაკება ბობოხიძესა და ქანთარიას შორის

შელაპარაკება აკაკი ბობოხიძესა და ნუკრი ქანთარიას შორის - ბიუროს სხდომის დაწყებამდე დეპუტატები ერთმანეთს ნიკა მელიას წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დაუპირისპირდნენ. აკაკი ბობოხიძის განცხადებით „ქართული ოცნების“ მხრიდან ყველა გადაწყვეტილების „9 წლით“ გამართლება, არის მიუღებელი.

„9 წლით ვინც თავის ნაძირლობას გაამართლებს იმის დედა მოვ...ან მე და ვინც 9 წელს გაამართლებს იმისიც. მოიცა ე.ი. ჩემი ნაძირლობით, თქვენს ნაძირლობას ამართლებთ?,“-მიმართა კაკი ბობოხიძემ ნუკრი ქანთარიას.

რაზეც ნუკრი ქანთარიამ უპასუხა რომ მიესალმება იმ ფაქტს რომ ბობოხიძეს გონება გაუნათდა.

„კარგია რომ ასე გაგინათდა გონება,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.   

დღის ამბები