23 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
გავრილოვს საქართველოში არ შემოვუშვებთ - შს მინისტრი

„არ შემოვუშვებთ“ - ეს განცხადება შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ახალი განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

საქმე ეხება გავრილოვის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში გეგმავს ჩამოსვლას. გახარიას განცხადებით, ამ ეტაპზე გავრილოვის საკითხი არ აინტერესებს.

„საერთოდ გავრილოვი, ახლა, დღეს, არ მაინტერესებს, არის მეათეხარისხოვანი,“ - განაცხადა გახარიამ.

 

Interfax-ის ინფორმაციით, გავრილოვი შემოდგომაზე საქართველოში მოგზაურობას გეგმავს. დუმის დეპუტატი ამბობს, რომ მას პირადი გეგმები აქვს. მისივე თქმით, მზად არის, რომ თუნდაც ხვალვე ჩამოვიდეს თბილისში.

დღის ამბები