23 დეკემბერი 2024,   00:23
ვრცლად
აუცილებლად მოუწევს გახარიას გადადგომა, აუცილებლად მოუწევთ დამნაშავეების დასჯა - დავით ბაქრაძე

„აუცილებლად მოუწევს გიორგი გახარიას გადადგომა,“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გააკეთა.

ბაქრაძე ამბობს, რომ ხელისუფლება პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მორალურად მტყუანია.

ოპოზიციის წევრი აცხადებს, რომ საპროტესტო ტალღა ივანიშვილს ბევრ რამეს დაათმობინებს და მაჟორიტარული სისტემის დათმობის მსგავსად, შს მინისტრსაც შეელევა.

„მოლოდინი მაქვს ერთი - აუცილებლად მოუწევს გიორგი გახარიას გადადგომა, აუცილებლად მოუწევთ დამნაშავეების დასჯა და რაც უფრო გვიან გააკეთებენ ამას, მით უარესი ივანიშვილის და "ქართული ოცნებისთვის",“ - განაცხადა ბაქრაძემ.

აქციაზე მყოფი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ხელისუფლებას რეალობის აღქმა უჭირს. მისი თქმით, რუსთაველზე შეკრებილები თავისუფლებას ითხოვენ.

"ამ ადამიანებს ვერ მოუგებენ ხრიკებით, რაღაც ჭიდაობით მოტყუებით, ამ ადამიანებს ეძახიან რაღაც პარტიით მართულ ადამიანებს, შეურაცხყოფას აყენებენ, აღარ ესმით, რას სთხოვს მათ საზოგადოება," - განაცხადა ხოშტარიამ.

ხოშტარიას განცხადებით, ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები