23 დეკემბერი 2024,   00:11
ვრცლად
ან დაემორჩილება ივანიშვილი ხალხის ნებას, ან უფრო მწვავე პოლიტიკურ კრიზისს მიიღებს - სალომე სამადაშვილი

მთელი საქართველო დგას ქუჩაში, ივანიშვილისთვის ეს პოლიტიკური განაჩენია - „ნაციონალური ოძრაობა“ აქციის მონაწილეებთან ერთად პარლამენტის შენობისკენ მიემართება, სადაც უკვე მეათე დღეა, პერმანენტული აქციები იმართება.

„მთელი საქართველო დგას ქუჩაში. ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის პოლიტიკური განაჩენი. ამიტომ რაც უფრო მალე გადააყენებს გახარიას, მით უკეთესია. თუმცა ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური რეჟიმის დასასრულს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ უნდა შევცვალოთ კონსტიტუცია და ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა, ქვეყანაში დამთავრებულია. ან დაემორჩილება ივანიშვილი ხალხის ნებას, ან უფრო მწვავე პოლიტიკურ კრიზისს მიიღებს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ხატია დეკანოიძეს მოლოდინი აქვს,  რომ ხელისუფლება აქციის მონაწილეების მოთხოვნებს შეასრულებს და გიორგი გახარია დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.

„ერთხელ და სამუდამოდ ოლიგარქმა რეჟიმმა უნდა გაიგოს, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ეს არის რეალურად ის ფუნდამენტი, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო და ეს ჩვენი სახელმწიფო არ არის ბიძინა ივანიშვილის უკანა ღობე. გახარია არის რუსეთთან დაკავშირებული ადამიანი და ის აუცილებლად უნდა წავიდეს", - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები