19 მაისი 2024,   11:57
ვრცლად
ისრაელმა სირიის სამხედრო ბაზებზე მორიგი იერიში მიიტანა - არის მსხვერპლი 

ისრაელის არმიამ სირიის სამხედრო ბაზებზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა. სამხედრო თვითმფრინავებმა სირიის ჯარის პოზიციები ჰომსისა და დამასკოს გარეუბნებში დაბომბეს. სირიის სახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, ავიაიერიშებს სულ მცირე 4 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. არიან დაჭრილები.

ოფიციალური დამასკოს განცხადებით, სირიის თავდაცვის სისტემამ ლიბანის საჰაერო სივრციდან გამოშვებული რაკეტების ნაწილი ჩამოაგდო. ისრაელის არმიაში მომხდართან დაკავშირებით ჯერ -ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დღის ამბები