19 მაისი 2024,   10:17
ვრცლად
ევროპული ქვეყნების ლიდერები ევროკომისიის ხელმძღვანელის კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის რიგგარეშე სამიტი უშედეგოდ დასრულდა - ევროპული ქვეყნების ლიდერები ევროკომისიის ხელმძღვანელის კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდნენ.

ამ ეტაპზე ბრძოლას უკვე გამოეთიშა ქრისტიან დემოკრატიული პარტიის წევრი, მანფრედ ვებერი, რომელიც ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა.

შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ჰოლანდიელი სოციალ-დემოკრატი ფრანს ტიმერმანსის გამარჯვების შანსი.

თუმცა, მის დანიშვნას მხარს არ უჭერს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნაწილი. ევროკავშირის მომდევნო სამიტამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი ქვეყნების ლიდერებთან დამატებით ორმხრივ კონსულტაციებს დაუბრუნდება.

დღის ამბები