22 დეკემბერი 2024,   21:07
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" უნდა საკუთარი მარცხი გამარჯვებად წარმოაჩინოს - ენმ "ოცნების" კანონპროექტის პრეზენტაციას არ დაესწრება

"ქართულ ოცნებას" უნდა საკუთარი მარცხი გამარჯვებად წარმოაჩინოს - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე, მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ პროპორციული საარჩევნო სისტემის პრეზენტაციას. 

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობა" არ დაესწრება მმართველ გუნდში დაგეგმილ პრეზენტაციას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარტია მხარს არ უჭერს 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას. 

გოცირიძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს სრულად უჭერს, იქნება ეს ბარიერით, უბარიეროდ, ბლოკებით თუ ბლოკების გარეშე.

"მიზანი არის იაფფასიანი პიარსვლა, უნდათ საკუთარი წარუმატებლობა გაასაღონ გამარჯვებად. „ქართული ოცნება“ დამარცხდა საზოგადოებასთან, დამარცხდა იმ ადამიანებთან, რომლებიც დღეს ქუჩაში აპროტესტებენ "ქართული ოცნების" უმსგავსობებს და დანაშაულს, რომელსაც ჩადიან ესენი. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დაუჭერს ნებისმიერ ვარიანტს პროპორციულ სისტემაზე გადასვლისას, იქნება ბარიერით თუ უბარიეროდ, იქნება ბლოკებით თუ უბლოკოდ. მაგრამ ჩვენ მივიღებთ ყველა კანონით გათვალისწინებულ პროცედურაში მონაწილეობას, შევთავაზებთ ყველა პარტიას მათ შორის საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, თუ რომელი არის საუკეთესო,“-აცხადებს რომან გოცირიძე.

პრეზენტაციას არ ესწრება არც "ევროპული საქართველო". თუმცა ისინიც ჩაერთვებიან საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში და საპარლამენტო განხილვებშიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები