19 მაისი 2024,   11:30
ვრცლად
ჰონგ-კონგში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

ჰონგ-კონგში დემონსტრანტების ნაწილმა საკანონმდებლო საბჭოს ტერიტორიაზე შეაღწია. მომიტინგეები შენობის შტურმით აღებას დილიდან ცდილობენ. მათ საკანონმდებლო ორგანოს შენობის ფანჯრები ჩაამსხვრიეს და ლითონის გისოსები მოხსნეს.

დემონსტრანტები ქუჩაში ჰონგ-კონგის ჩინეთის მმართველობაში დაბრუნების 22-ე წლისთავთან დაკავშირებით გამოვიდნენ, თუმცა აქცია კვლავ პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

სამართალდამცველები მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზსა და ხელკეტებს იყენებს. საკანონმდებლო საბჭოს წინ ხალხმა შავი დროშაც აღმართა.

დღის ამბები