20 მაისი 2024,   04:05
ვრცლად
სპეცრაზმელების ჩადენილი სავარაუდო დანაშაული - თავის არეში დაჭრილი გრიგორიანის გარდა, კლინიკაში ორი პაციენტი რჩება

20 ივნისის ღამეს სასიკვდილოდ დაშავებული დავით გრიგორიანი კვლავ საავადმყოფოში რჩება. მისი მდგომარეობა ამ დრომდე ურთულესია, გრიგორიანს თავის ქალა აქვს ჩამსხვრეული. რეზინის სასიკვდილო ტყვია კი სავარაუდოდ, მას სამართალდამცველებმა მიბჯენით ესროლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით შემთხვევის ადგილზევე ამოუღეს.

აქციის სისხლიანი დარბევიდან მეთორმეტე დღესაც კი უცნობია, როდის ჩაუტარდება დაშავებულ გრიგორიანს სათანადო ექსპერტიზა. სწორედ ამგვარი ექსპერტიზით უნდა დადგინდეს, ესროლეს თუ არა მას მიბჯენით სასიკვდილო ტყვია. როგორც ექიმი აცხადებს, რეგიონალურ ჰოსპიტალში ამ დროისთვის სამი პაციენტი რჩება. 

„მიმდინარე ეტაპზე სტაციონალურ მკურნალობას განაგრძობს სამი პაციენტი. პაციენტი, რომელსაც ჩაუტარდა ურთულესი ნეიროქირურგიული და არ თვალის აღდგენითი ოპერაცია, ამჟამად საპალატე რეჟიმში იმყოფება და დღეს-ხვალ იგეგმება მის ბინაზე გაწერა.

ინტენსიური დაკვირვების პალატაში რჩება ორი პაციენტი. პაციენტი 32 წლის, რომელიც რამდენიმე დღეა მოიხსნა ფილტვების ხელოვნური ვინტილაციის აპარატიდან და პაციენტი, 46 წლის მამაკაცი, რომელიც მეორე დღეა უკვე მოხსნილია ფილტვების ხელოვნური ვინტილაციის აპარატიდან, მათი სასიცოცხლო მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია,ა რიან კონტაქტურები,“-ამბობს რეგიონული ჰოსპიტალის დირექტორი ნათია ნუცუბიძე.

დღის ამბები