20 მაისი 2024,   04:05
ვრცლად
უნდა გამოცხადდეს ხელშეუხებლად, როგორც კულტურული ძეგლი - მწერალთა სახლის და წიგნის ცენტრის გაერთიანების გამო მწერალთა პროტესტი გრძელდება

მწერალთა სახლისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის გაერთიანების საკითხი მწერალთა კიდევ ერთმა  ნაწილმა გააპროტესტა. აღნიშნულ ინიციატივას ისინი გაუმართლებლად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ეს ინიციატივა მწერლებისთვის სასიკეთო არ იქნება.

იმავდორულად, მწერლები არ გამორიცხავენ, რომ მწერალთა სახლის შენობაში “ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდის”  შესვლის შემთხვევაში ამ შენობამ შესაძლოა თავისი სტატუსი დაკარგოს.

„გაერთიანების წინააღმდეგი ვარ ერთი მარტივი მიზეზის გამო. როდესაც ერთიანდება, ეს არ არის სამინისტრო გააერთიანო, მწერალთა სახლი ჩვენთვის არის კულტურული მემკვიდრეობა. საერთოდ, უნდა გამოცხადდეს ხელშეუხებლად, როგორც კულტურული ძეგლი და მწერლებთან ასე თამაში არ შეიძლება. ფონდები მილიონი შეიძლება გაიხსნას, დაიხუროს, გადაიტანო, სხვა შენობაში გახსნა და ა.შ., მაგრამ ამის გახსნა მწერალთა სახლში და შემდეგ სახელის გადარქმევა ეს არის ისტორიის წაშლა საერთოდ ჩვენი მწერლობის,“- განაცხადა პოეტმა თემურ ცერცვაძემ.

დღის ამბები