20 მაისი 2024,   05:52
ვრცლად
20 ივნისის ღამეს დაჭრილი გრიგორიანის ბურუსით მოცული საქმე-ექიმებმა ვერ იპოვეს ტყვია, რომლითაც გრიგორიანს თავის ქალა გაუხვრიტეს

20 ივნისის ღამეს თავში მძიმედ დაჭრილი დემონსტრანტის პალატა ამ დრომდე ხელისუფლების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ არის მოქცეული. დავით გრიგორიანის ოჯახს აუკრძალეს მედიასთან ურთიერთობა. პაციენტის მნახველები კი მკაცრად კონტროლდებიან. გრიგორიანის ბურუსით მოცულ საქმეში ბევრი გარემოებაა, რომლებიც განმარტებას მოითხოვს. ამ დრომდე არ არსებობს ზუსტი პასუხი რა მანძილიდან ესროლა სპეც რაზმმა 46 წლის მამაკაცს, რომელსაც ჩამსხვრეული აქვს თავის ქალა და დაზიანებული აქვს ტვინის ქსოვილები. ექიმებმა ვერ იპოვეს ტყვია, რომლითაც გრიგორიანს თავის ქალა გაუხვრიტეს. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ტყვია მიბჯენით არის ნასროლი თუმცა ზუსტი მანძილი ტყვიის ტრაექტორია ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რომლის ჩატარებასაც გამოძიება არ ჩქარობს.

შაბათის "კურიერში," პაციენტ დავით გრიგორიანზე გასული რეპორტაჟის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე რეგიონულ ჰოსპიტალში მის მოსანახულებლად მივიდა, თუმცა ჟურნალისტებს ამბავი დაუმალეს და თან მხოლოდ არჩილ თალაკვაძის პირადი ოპერატორი წაიყვანეს. "კურიერის" კამერის გამოჩენამ პარლამენტის თავმჯდომარის გეგემები შეცვალა. არჩილ თალაკვაძე შენობაში, მისმა ძმამ, ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა, ავთანდილ თალაკვაძემ უკანა კარიდან შეიყვანა.

ხელისუფლებას მძიმედ დაშავებულ გრიგორიანზე რომ განსაკუთრებული ინტერესი აქვს ეს იმითაც დასტურდება, რომ არჩილ თალაკვაძის ძმა 46 წლის მამაკაცის მნახველებს პირადად აკონტროლებს.

სპეცრაზმმა 20 ივნისის სისხლიან ღამეს აქციის მონაწილებს, 4 სხვადასხვა ტიპის ტყვია ესროლა, მათ შორის იყო ნარინჯისფერი რაკეტის ფორმის რომელიც ახლო მანძილიდან სროლის დროს კლავს. უცნობია კონკრეტულად რომელი ტყვია მოხვდა მიბჯენით სროლისას დავით გრიგორიანს.

  

ამავე თემაზე
დღის ამბები