20 მაისი 2024,   05:14
ვრცლად
ახალგაზრდები მავთულხლართებს მიღმა - აბიტურიენტებს ოკუპირებული გალიდან გამოცდებში მონაწილეობის საშუალება არ მისცეს 

ჩაკეტილი საზღვარი და მავთულხლართების მიღმა დარჩენილი ახალგაზრდები, რომლებიც ეროვნულ გამოცდებს ამ ეტაპზე გამოეთიშნენ. აბიტურიენტები ოკუპირებული გალიდან ყვებიან, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებოდნენ, თუმცა, საოკუპაციო რეჟიმმა 4 დღის წინ, ენგურის ხიდი ჩაკეტა და მათ გამოცდებში მონაწილეობის უფლება აღარ მისცა.

ახალგაზრდები დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ. ამბობენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან აბიტურიენტებს და სტუდენტებს გადაადგილებას განგებ უზღუდავენ, რადგან ეშინიათ, რომ ისინიც თანატოლების მსგავსად, თბილისში საპროტესტო აქციებს შეუერთდებიან.  

ოკუპირებული აფხაზეთიდან ეროვნულ გამოცდებზე სულ 177 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ოფიციალური პირების განცხადებით, რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე აბიტურიენტების მხოლოდ ნაწილის გადმოყვანა მოხერხდა.

მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს 11 ქალაქში, 23 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. 

დღის ამბები