19 მაისი 2024,   15:25
ვრცლად
მასშტაბური აქციები ჰონ-კონგში - მთავრობამ ექსტრადიციის შესახებ კანონზე უარი თქვა

მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ, ჰონ-კონგმა ექსტრადიციის შესახებ კანონზე უარი თქვა. ჰონგ-კონგის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სკანდალური კანონპროექტი განსახილველად საკანონმდებლო საბჭოს აღარ წარედგინება, რის შედეგადაც ის პარლამენტის დღის წესრიგიდან ავტომატურად იქნება ამოღებული.

კერი ლემის შეფასებით, ეს ხალხის მოთხოვნებზე ძალზე პოზიტიური პასუხია. მიუხედავად დათმობებისა, მან დემონსტრანტების ქმედებები დაგმო და საკანონმდებლო საბჭოში შეჭრას ძალადობა უწოდა.

მასშტაბური საპროტესტო აქციებზე ჰონ-კონგში პარლამენტის მიერ ექსტრადიციის შესახებ კანონის განხილვას მოჰყვა. კანონი ჰონგ-კონგში მცხოვრები პირების ჩინეთში ექსტრადირების საშუალებას იძლეოდა.

დღის ამბები