19 მაისი 2024,   15:18
ვრცლად
“ირანი ცეცხლს ეთამაშება” - ტრამპი ოფიციალური თეირანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

“ირანი ცეცხლს ეთამაშება” - ასე შეაფასა დონალდ ტრამპმა ოფიციალური თეირანის გადაწყვეტილება გამდიდრებული ურანის მარაგის გაზრდის შესახებ. ჟურნალისტებთან საუბრისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ირანმა იცის რას აკეთებს ამით და სხვა გზავნილი მისი ლიდერებისთვის არ აქვს.

განცხადება იმის შესახებ, რომ გამდიდრებული ურანის მარაგმა ბირთვული შეთანხმებით დაშვებულ რაოდენობას გადააჭარბა, ირანის ხელისუფლებამ გააკეთა. თეირანში არ გამორიცხავენ, რომ ბირთვული შეთანხმების სხვა პუნქტების შესრულებაზეც უარი განაცხადონ.

დღის ამბები