19 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
ალექსეი ნავალნის მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

ალექსეი ნავალნი კვლავ ციხეშია. რუს ოპოზიციონერს მოსკოვის სასამართლომ 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად კვლავ დემონსტრაციაში მონაწილეობა და შესაბამისი კანონის დარღვევა ედება.

ნავალნი იმ 500 კაცს შორის იმყოფებოდა, რომლებიც ჟურნალისტ ივან გოლუნოვის მხარდამჭერი აქციის დროს დააპატიმრეს. დემონსტრანტები მაშინ გოლუნოვის დაკავების ოპერაციაში მონაწილე პოლიციელების დასჯას მოითხოვდნენ.

ბოლო წლებში გავლენიანი რუსი ოპოზიციონერი ალექსი ნავალნი ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებისთვის არაერთხელ დააპატიმრეს. სტრასბურგის სასამართლომ რუსი ოპოზიციონერის დაკავებები პოლიტიკურად მოტივირებულად ჩათვალა, თუმცა რუსეთის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

დღის ამბები