19 მაისი 2024,   14:44
ვრცლად
ჰონგ-კონგის ლიდერმა დემონსტრანტები ძალადობაში დაადანაშაულა

ჰონგ-კონგის ლიდერმა დემონსტრანტები ძალადობაში დაადანაშაულა. კერი ლამმა დაგმო საკანონმდებლო ორგანოში შეჭრა და განაცხდა, რომ აქციის მონაწილეთა ქმედებები დაუშვებელია. გუშინდელი დემონსტრაცია ყველაზე მასშტაბური იყო და არეულობით დასრულდა.

ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგე დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოში შეიჭრნენ და სხდომათა დარბაზი დაიკავეს. თუმცა პოლიცია შეტევაზე გადავიდა და მათ ჯერ დარბაზი დაატოვებინეს, შემდეგ კი ცრემლსადენი გაზის გამოყენებითმ დემონსტრანტებს ქალაქის ცენტრი დაატოვებინეს.

გუშინდელი აქცია ისტორიულ თარიღს დაემთხვა. ზუსტად 22 წლის წინ ჰონგ-კონგში ბრიტანეთმა მმართველობა დაასრულა და ჩინეთს გადააბარა. 

დღის ამბები