19 მაისი 2024,   11:58
ვრცლად
ტრაგედია სევერომორსკში - ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრს ანგარიშის წარდგენა მოსთხოვა

რუსეთში ღრმაწყლოვან კვლევით აპარატზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, რომელსაც 14 ადამიანი ემსხვერპლა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრს დეტალური ანგარიშის წარდგენა  მოსთხოვა. პრეზიდენტმა სერგეი შოიგუ შემთხვევის ადგილზე ქალაქ სევერომორსკში გააგზავნა.

მომხდარის  შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 14 ადამიანი წვის შედეგად გამოყოფილი მომწამვლელი აირით გაიგუდნენ. არიან დაშავებულებიც.

თავდაცვის უწყება არც  ხომალდის სახეობას ასაჯაროებს, თუმცა რუსულ მედია წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ავარია შესაძლოა ბირთვულ წყალქვეშა სადგურზე მოხდა.

დღის ამბები