27 მაისი 2024,   19:04
ვრცლად
საჰაერო თავდასხმა ლიბიაში - დევნილთა ბანაკზე განხორციელებულ იერიშს, 40 ადამიანი ემსხვერპლა

ლიბიაში დევნილთა ბანაკზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 80-ზე მეტი მიგრანტი. დასახლება ტრიპოლის შემოგარენში, ერთ-ერთ სამხედრო ბაზასთან მდებარეობს.

ლიბიის ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას ამბოხებულ გენერალ ჰალიფა ჰაფტარსა და მის ჯარებს აკისრებს. ლიბიის ე.წ. ეროვნულმა არმიამ, რომელსაც ამბოხებული გენერალი ხელმძღვანელობს, დედაქალაქზე მასშტაბური საჰაერო იერიშების მომზადების შესახებ გუშინ განაცხადა, თუმცა დევნილთა ბანაკზე თავდასხმას დაჯგუფება უარყოფს.

დღის ამბები