19 მაისი 2024,   11:58
ვრცლად
ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ურსულა ფონ დერ ლეიენი წარადგინეს

ევროპული ქვეყნების ლიდერები ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელების კანდიდატურებზე შეთანხმდნენ.

ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, სამიტის მონაწილეებმა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ურსულა ფონ დერ ლეიენი წარადგინეს.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მთავარი კანდიდატი ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, შარლ მიშელია. საგარეო საქმეთა და უშიშროების სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტს სავარაუდოდ ესპანეთის საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრი, ჟოზეფ ბორელი დაიკავებს. ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთაური კრისტინ ლაგარდია წარდგენილი. კანდიდატურების დანიშვნას საბოლოოდ ვეროპარლამენტის ახალმა შემადგენლობამ უნდა დაუჭიროს მხარი.

დღის ამბები