19 მაისი 2024,   10:16
ვრცლად
უკრაინა და კანადა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას აპირებენ

უკრაინა და კანადა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას აპირებენ. უახლოეს მომავალში მხარეები შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გულისხმობს.

კანადის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობისთვისაც წარმოადგენს.

ჯასტინ ტრუდო რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინას მხარდაჭერას დაპირდა და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების პირობა დადო.

დღის ამბები