27 მაისი 2024,   19:04
ვრცლად
იმედი მაქვს, გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამენ აშშ-ში - გაეროს მომხსენებელმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე, გაეროში ანგარიში წარადგინა

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე მომზადებული ანგარიში ნიუ-იორკის შემდეგ, ვაშინგტონში წარადგინა. ანიეს კალამამ მომხდარზე პასუხისმგებლობას საუდის არაბეთის ხელისუფლებას აკისრებს და მიიჩნევს, რომ გამოძიება საქმეში ინდივიდუალური პასუხისმგებლი პირების გამოკვეთის მიზნითაც უნდა გაგრძელდეს.

გაეროს ფრანგი მომხსენებლის განცხადებით, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი სირთულეებთან არის დაკავშირებული. ანიეს კალამა იმედოვნებს,  “Washinton posts” - ის ჟურნალისტის მკვლელობას ყველაზე უკეთ აშშ გამოიძიებს, რადგან ეს ამ ქვეყნის ფუნდამენტალური ღირებულების სიმბოლოა.

 “არ ვარ დარწმუნებული, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება ადვილი იქნება. განსაკუთრებით, საუდის არაბეთში. არც იმის მჯერა, რომ ეს შეიძლება თურქეთის მხრიდან მოხდეს. იმედი მაქვს, გარკვეული ნაბიჯებს გადადგამენ შეერთებული შტატებში, სადაც ასევე მოსალოდნელი იქნება მთელი რიგი სირთულეები იურისდიქციის თვალსაზრისით, მაგრამ ვფიქრობ, შეერთებული შტატები დაინტერესებულია ბატონი ჰაშოგის მკვლელობის საქმით და სიმართლის დადგენით. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვაშინგტონში ჩამოვედი, არის ის, რომ მქონდეს იმედი, ვილაპარაკო და განვსაზღვრო, რამდენად წინ წავა შეერთებული შტატები და რას უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ვაშინგტონ პოსტის ჟურნალისტის, ჯამალ ჰაშოგის მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩეს. ეს შეერთებული შტატების ფუნდამენტური ღირებულების სიმბოლოა,”- განაცხადა ანიეს კალამა.

ანიეს კალამას პასუხისმგებლობას საუდის არაბეთის სახელმწიფოს აკისრებს, თუმცა ის ასევე მოითხოვს  გამოიკვეთოს ტახტის მემკვიდრის პასუხისმგებლობაც.

„შევისწავლე მტკიცებულებები, რომ განვსაზღვროთ, როგორი უნდა იყოს შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი. ლოგიკური ნაბიჯი კი ინდივიდუალური პასუხისმგებლობების გამოკვეთაა, განსაკუთრებით მმართველ ჯაჭვში. 11 ადამიანი, რომლებსაც ასამართლებენ, ქვედა რგოლიდან არიან. მეტი სამუშაოა საჭირო, ტახტის მემკვიდრის და მისი მრჩევლის - საუდ ალ კატანის პასუხისმგებლობის გამოსაძიებლად”- განაცხადა ანიეს კალამამ.

ამ საქმისადმი ამერიკული საზოგადოების მაღალი ინტერესის მიუხედავად, აშშ-ს პრეზიდენტი, ტახტის მემკვიდრის დანაშაულის გამოკვეთაზე ჯერჯერობით არ საუბრობს. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ოსაკაში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, დონალდ ტრამპმა ტახტის მემკვიდრეს, მოჰამედ ბინ სალმანის "მეგობარი" უწოდა და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისთვისაც შეაქო.

გაეროს მომხსენებლის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იფიქროს იმაზეც, რომ დიდი ოცეულის სამიტი 2020 წელს საუდის არაბეთში არ გაიმართოს და საერთაშორისო თანამეგობრობამ უჩვენოს, რომ ამ ქვეყნების პოლიტიკური სისტემა საერთაშორისო დანაშაულის თანამონაწილე არ იქნება.

დღის ამბები