23 დეკემბერი 2024,   01:02
ვრცლად
20 ივნისის ღამის სისხლიანი დარბევა - გამოკითხვაზე გიორგი ბარამიძე და ირაკლი ოქრუაშვილი დაიბარეს

20 ივნისის ღამის სისხლიანი დარბევა - გიგი უგულავას გარდა, გამოკითხვაზე  ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი ბარამიძეც დაიბარეს.

ოპოზიციის ლიდერები დაკითხვაზე მისვლას არ აპირებენ და გამოძიების შეკითხვებს პასუხს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებენ.

„ერთი კვირის განმავლობაში დისტანციურ გამოკითხვაზე თანახმა ვარ, თუ არა, როცა ჩამოვალ ნებისმიერ დროს თანახმა ვარ. 28-ში დილას ჩავაბარე შს სამინისტროში წერილი, რომ თუ რამე სურდათ ეცნობებინათ დროულად, იმიტომ რომ 2 ივლისს მივემგზავრებოდი, იმის შემდეგ ჩემს ტელეფონზე არანაირი ზარი არ შემოსულა, თუ რამე უნდათ გამაგებინონ დროულად,“-ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას.

რაც შეეხება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას - როგორც ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ამბობს, გიგი უგულავა მზად არის მაგისტრმა მოსამართლემ გამოკითხოს. გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, გიგი უგულავა ნიკა მელიას საქმეზე დაცვის მხარეს მოწმედ ეყოლება წარმოდგენილი.

"მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით, ეს არტის ნებაყოფლობითი, მან გუშინ საჯაროდ გააკეთა განცხადება, იგი არ აპირებს მივიდეს გამოკითხვაზე შს სამინისტროში, თუკი  უწყება მიმართავს სასამართლოს, ჩვენ მზად ვართ გამოვცხადდეთ მაგისტრ მოსამართლესთან. უახლოეს მომავალში ვაპირებთ გიგი უგულავა გამოვკითხოთ, როგორც დაცვის მოწმე, მთლიანი ბრალდება რომელიც შეეხება ე.წ. რევოლუციას, გადატრიალებას, გიგი უგულავა არის თვითმხილველი,"-ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი.

დღის ამბები