19 მაისი 2024,   04:03
ვრცლად
მუსიკოსები ოკუპაციის წინააღმდეგ - გავრილოვის სისხლიანი ღამე ხელოვანების შემოქმედებაში

გავრილოვის სისხლიანი ღამე ხელოვანების შემოქმედებაში - მუსიკოსების ახალ ნამუშევრებზე გავლენა სწორედ 20 ივნისს მომხდარმა მოვლენებმა იქონია. კომპოზიციები, რომლებიც რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ და ხელისუფლებას მათი მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებენ, აქციის მეთხუთმეტე დღეს ყველა ერთად პირველად სწორედ იქ სრულდება, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. 

ხელოვანებმა მუსიკის ტექსში ის შინაგანი მდგომარეობა გადაიტანეს, რაც სისხლიანმა მოვლენებმა მათში გამოიწვია.  

რუსთაველზე ბევრი მუსიკოსი იმღერებს და დაუკრავს, მათ შორის იქნებიან ჰიპ-ჰოპ არტისტები, თერიკა და დასავლელი.

ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანდა არაერთი არტისტი და საკუთარი შემოქმედებით გამოხატეს პროტესტი. მათ შორის „კაიაკატამ“ და „ტურბო ჰიკარიმ.“ დავით გაბუნიამ აქციებს მხარდაჭერა გია ყანჩელის ნაწარმოების ალტერნატიული ვერსიით გამოუცხადა.

მუსიკოსები ოკუპაციის წინააღმდეგ, ყველა ერთად დღეს აქციის მეთხუთმეტე დღეს პარლამენტის წინ ერთიანდებიან. 

დღის ამბები