19 მაისი 2024,   16:38
ვრცლად
მიწისძვრა აშშ-ში - მიწისქვეშა ბიძგებს ნგრევა მოჰყვა 

მიწისძვრა აშშ-ში - კალიფორნიაში 6.4 მაგნიტუდის სიძლიერის ბიძგები დაფიქსირდა.  გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ეპიცენტრი შტატის სამხრეთ რეგიონში, ანჟელესიდან 240 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა.

მიწისქვეშა ბიძგებს მცირე ნგრევა მოჰყვა. არიან დაშავებულებიც. სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქი რიჯკრესტი დააზარალა, სადაც მიწისძვრას საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირის გაჟონვა და ელექტრო-მომარაგების შეფერხება მოჰყვა. რამდენიმე შენობაში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივ საავადმყოფოებში ევაკუაცია გამოცხადდა.

ბოლო 20 წლის განმავლობაში რეგიონში ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო.

დღის ამბები