26 მაისი 2024,   21:43
ვრცლად
აგურები საბურავების ნაცვლად - თბილისში ავტომობილი გაქურდეს 

ქურდობა 90-იანების სტილში - თბილისში, ვეშაპურის ქუჩაზე გაჩერებულ ავტომობილს ოთხივე საბურავი მოხსნეს. შემთხვევა ღამით მოხდა. მეპატრონის განცხადებით, ავტომობილს ქურდებმა საბურავის ნაცვლად აგურები დაუწყვეს.

„საღამოს დავბრუნდი სამსახურიდან. დაახლოებით პირველის ნახევრისთვის დავაყენე ფანჯარასთან სახლის და დილით დაახლოებით 8 ის ნახევარი იყო, რომ ასეთ მდგომარეობაში, აგურებზე შეყენებული დახვდა, საბურავებ მოხსნილი. ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო,“- განაცხადა დაზარალებულმა.

მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. 

დღის ამბები