26 მაისი 2024,   21:44
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და მოსამართლეებს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტი აჭარაში იმყოფება. დილიდან ზურაბიშვილმა საერთაშორისო კონგრესი გახსნა - "ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში." კონგრესს აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტები დაესწრნენ.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლო არის დღეს შესული ევროპაში მთლიანად, როგორც სრული და ძალიან დაფასებული ნაწილი სწორედ იმ საკონსტიტუციო სასამართლოების ქსელის და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ფორმა ევროპაში შესვლის, როგორც ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ ანუ სექტორულად და ეს არის ერთ-ერთი დარგი, სადაც მართლაც დიდი ნდობით სარგებლობს ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლო,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

დღის ამბები