19 მაისი 2024,   04:59
ვრცლად
ხვალ ამ ხელისუფლებას მოუწევს აღიარება, რომ დღეს სერიოზულ შეცდომას უშვებს - თამარ კორძაია

ხვალ ამ ხელისუფლებას მოუწევს აღიარება, რომ დღეს სერიოზულ შეცდომას უშვებს -  აცხადებს „რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია, ხელისუფლების იმ ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია გადატრიალებას გეგმავდა.

თამარ კორძაიას განცხადებით, 20 ივნისს პარლამენტში შესვლის ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ სერგეი გავრილოვი ისევ არ დაებრუნებინათ და სპიკერის სავარძელში ისევ არ ჩაესვათ.

კორძაიას გიორგი ვოლსკის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა თქვა, რომ ოპოზიცია რევოლუციური სცენარის განვითარებას თბილისიდან იწყებდა და რეგიონებსაც მოიცავდა.

„ყველა პარლამენტის წევრი, მათ შორის გია ვოლსკი, რომელიც ახმოვანებს პროკურატურისა და შს სამინისტროს ვერსიებს, ეტყობათ, რომ ძალიან განიცდიან, სახეზე აწერია თითოეულ მათგანს, რა ხდება ქვეყანაში, ის, რომ პოლიტიკური დევნა დაიწყო ოპოზიციის,“-ამბობს თამარ კორძაია.

მისი თქმით, როგორც წინა ხელისუფლება აღიარებს, რომ აქციების დარბევა და სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა შეცდომა იყო, ისევე მოუწევს ამ ხელისუფლებას ამ შეცდომის აღიარება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები