26 აპრილი 2024,   21:37
ვრცლად
მცხეთაში ქვიშით დატვირთული სატვირთო მანქანა ამობრუნდა

მცხეთაში ქვიშით დატვირთული სატვირთო მანქანა ამობრუნდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყების ცნობით, მძღოლმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა და მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

 

 

დღის ამბები