27 მაისი 2024,   15:01
ვრცლად
დაზიანებული შენობები და ხანძარი - კალიფორნიაში ძლიერი მიწისვრა მოხდა

სამხრეთ კალიფორნიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებმა შენობების დაზიანება და ხანძარი გამოიწვია. როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, არიან დაშავებულები.

სამაშველო სამსახურში არაერთი შეტყობინება შევიდა ბუნებრივი აირის გაჟონვის შესახებაც. ათასობით ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. სეისმოლოგების ვარაუდით, ბიძგები კალიფორნიის შტატში მომდევნო დღეების განმავლობაშიც განმეორდება. ეს რეგიონში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.

სამხრეთ კალიფორნიაში ორ დღეში ორი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. გუშინ კალიფორნიაში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 

 

 

ფოტო - Reuters.

დღის ამბები