19 მაისი 2024,   09:05
ვრცლად
საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ხვალ ჩატარდება

საბერძნეთი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. მოსახლეობამ საკანონმდებლო ორგანოს ახალი შემადგენლობა ხვალ უნდა აირჩიოს.

პრემიერმინისტრმა საკუთარი პარტიის მხარდამჭერებთან ბოლო შეხვედრა ათენის ცენტრალურ მოედანზე გამართა. ალექსის ციპრასის თქმით, ის მოსახლეობას მეორე შანსს არ სთხოვს, არამედ პარტიის პროგრამის იმპლემენტაციის პირველ შესაძლებლობას ე.წ. ტროიკის გარეშე, რომელშიც ის ქვეყნის კრედიტორებს - ევროკავშირს, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და ევროპის ცენტრალურ ბანკს გულისხმობდა.

საბერძნეთის პრემიერმინისტრმა ვადამდელი არჩევნები ევროპარლამენტის არჩევნებში მისი პარტიის დამარცხების შემდეგ დანიშნა.

 

დღის ამბები