20 მაისი 2024,   01:56
ვრცლად
ნინო ქათამაძე რუსეთში აღარ იმღერებს - მომღერალი საკუთარ გადაწყვეტილებას განმარტავს

ნინო ქათამაძემ საკუთარ გადაწყვეტილებაზე, აღარასდროს იმღეროს რუსეთში, ტელეკომპანია "ბიბისის" რუსული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა. მომღერალი აცხადებს, რომ ის ვალდებული იყო, თანამოქალაქეების გვერდით ყოფილიყო.

ნინო ქათამაძის თქმით, ამ გადაწყვეტილებაზე ფიქრი ჯერ კიდევ 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო. მომღერალი ამბობს, რომ მას უფლება არ აქვს, საკუთარი მსმენელის წინაშე ყალბი იყოს და იმღეროს სიყვარულზე სიყვარულის გარეშე.

„მე ვალდებული ვიყავი, რომ ადამიანების წინაშე ვყოფილიყავი მართალი. მილიონობით მსმენელზე უარის თქმას ის მიზანი კი არ ჰქონდა, რომ ერთმანეთი გაგვეღიზიანებინა, მიზანი ჰქონდა ის, რომ მარტო ჩვენ არ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და არსებობს ისტორიები, რომლებიც არის ტკივილით სავსე. თუკი, მე გავაგებინე ჩემს საყვარელ მსმენელს ის, რომ ჩემი გადაწყვეტილება არის ტკივილით სავსე და მე მინდოდა მათთვის ამის მოყოლა, მე მივიღებ მათ ამ უკურეაქციას“, - განაცხადა ნინო ქათამაძემ.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები იმართება. აქციის მონაწილეები ორ კვირაზე მეტია, 20 ივნისის მოვლენების გამო, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები