20 მაისი 2024,   02:33
ვრცლად
ვზოგავ ძალებს, რომ დიდხანს გავუგრძელოთ ნერვების ჭყლეტა - აქციის მონაწილეები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ

რუსთაველის გამზირზე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება შიმშილობის აქცია. პროტესტის უკიდურეს ფორმას პარლამენტის შენობის წინ აქციის ორი მონაწილე მიმართავს, დანარჩენებმა შიმშილობა ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეწყვიტეს. მოშიმშილეების მდგომარეობას მუდმივ მონიტორინგს უწევენ მედიკოსები, რადგან ორკვირიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.

„დღეს 11 საათზე დაიწო შიმშილობის მეათე დღე. საკმაოდ ენერგიულად ვარ. ფეხზე სიარულიც შემიძლია, მაგრამ, ვზოგავ მაქსიმალურად ძალებს, რომ დიდხანს გავუგრძელოთ ნერვების ჭყლეტა იმათ. ექიმები მეკითხებიან, როგორა ვარ, წნევას მიზომავენ, სასიცოცხლო პარამეტრებს ამოწმებენ“, - აცხადებს მოშიმშილე, ვახტანგ სიხარულიძე.

აქციის მონაწილეები 20 ივნისის სისხლიან ღამის გამო, შინაგან საქმეთამინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. 

დღის ამბები