20 მაისი 2024,   02:16
ვრცლად
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული მომიტინგეების საქმეზე სასამართლო მსჯელობს

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ოთხი მომიტინგის საქმეზე საქალაქო სასამართლო მსჯელობს. დღეს, აქციის 4 მონაწილეს წინასწარი პატიმრობა უნდა შეუფარდონ.

არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მათი ოჯახის წევრები და ადვოკატები ამბობენ, რომ დაკავებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ.

ბრალდების მხარე კი დაკავებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბრალდებულები 2 დღის წინ სპეცრაზმის დახმარებით აიყვანა. ახალგაზრდა პოეტის, ზურაბ ბუდაღაშვილის ეზოში სამართალდამცველები სრული ეკიპირებით და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულები მოულოდნელად შეიჭრნენ. პროტესტის ნიშნად ბუდაღაშვილმა ადვოკატზე უარი თქვა და ის ბრალს არ აღიარებს.

დაკავებულებს შორის არის 40 წლის ბესიკ თამლიანიც. 20 ივნისს თამლიანი ჯერ კიდევ აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, რუსთაველის გამზირიდან კი გორის იზოლატორში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს.

დაკავებულებს შორის არის 25 წლის მორაგბე ცოტნე სოსელია. ოჯახმა დაკავების შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგო. 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება 39 წლის კახაბერ კუპრეიშვილსაც.

დღის ამბები