18 მაისი 2024,   14:20
ვრცლად
სისხლის მდინარეები, თვალდათხრილი ადამიანები და ვერ ვგებულობთ, ვინ გასცა ბრძანება - დავით ჯანდიერი

სისხლის მდინარეები, თვალდათხრილი ადამიანები და ვერ ვგებულობთ, ვინ გასცა ბრძანება - დავით ჯანდიერი შს მინისტრის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

იურისტის განცხადებით, როდესაც ერთ მხარეს დგას პოლიტიკური ხელისუფლება,  გამოძიებას ობიექტური შედეგი არ მოჰყვება. მისი შეფასებით, ხელისუფლების პოლიტიკური სურვილის შესაბამისად ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა.

„20 ივნისის ღამეს ჩატარებული ოპერაცია არ ატარებდა პროპორციულ ხასიათს. ამ ადამიანებს ესროდნენ სახეში, პერიფერიებში ძალის გამოყენების აუცილებლობა არ არსებობდა, პოლიცია მისდევდა მოქალაქეებს და ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალების გამოყენებას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში თანამდებობიდან გადადგომაა. ეს ისეთი საკითხია, რომ მთავრობის პასუხისმგებლობა უნდა დამდგარიყო, გახარიას გადადგომა მინიმუმია“, - განაცხადა დავით ჯანდიერმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები