18 მაისი 2024,   14:03
ვრცლად
ხმაური შეკვეთილში-ივანიშვილის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა მომიტინგეებს შეურაცხყოფა მიაყენა

შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან გახარიას გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია  გაიმართა. პარალელურად კი შეკვეთილში გრძელდება შიმშილობის აქციაც. 3 ადამიანი უკვე მე-13 დღეა შიმშილობს და რეზიდენციასთან გაშლილ კარავში ათევს ღამეს. ერთ-ერთ მათგანს საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ექიმების დახმარება დასჭირდა და

საბოლოოდ ის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმები მოშიმშილეებს პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარის თქმას ურჩევენ, თუმცა მოშიმშილეები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ.

აქციაზე გუშინ მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი. ნასვამ მდგომაროებაში მყოფი მამაკაცი მიტინგის მიმდინარეობისას სცენაზე ავიდა და გამომსვლელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აქციის მონაწილეების თქმით, ეს ხელისუფლების მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია იყო. ორგანიზატორები გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურებიან, თითქოს მოშიმშილეები საკვებს იღებენ. მათი თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

 

დღის ამბები