18 მაისი 2024,   17:07
ვრცლად
3 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ავარიას გორთან 2 მცირეწლოვანი ბავშვისა და ერთი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ავტობანზე 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაგან ორი მცირეწლოვანი ბავშვია, ერთი კი მოზარდი. ისინი ადგილზე დაიღუპნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მანქანაში 8 ადამიანი იმყოფებოდა.

კლინიკებში 5 ადამიანი გადაიყვანეს. დაშავებულებიდან 2 მცირეწლოვანი გორის საავადმყოფოში მოათავსეს, მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამავე კლინიკაში კიდევ ერთი პაციენტია მოთავსებული. 2 დაშავებული კი თბილისში გადმოიყვანეს. მათი მდგომარეობაც მძიმეა.

დაშავებულები და გარდაცვლილები სომხეთის მოქალაქეები არიან. მათი ვინაობა იდენტიფიცირებულია. 

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. არსებული ინფორმაციით "მინივენი," რომლითაც სომხეთის მოქალაქეები მგზავრობდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა.

დღის ამბები