"რუსთავი 2"-ის შენობასთან შეკრებილები გიორგი გაბუნიასგან ტელეკომპანიის დატოვებას ითხოვენ. ისინი უკვე რამდენიმე საათია იმყოფებიან არხთან. აქციის მონაწილეები შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ გიორგი გაბუნიას და არხის წინააღმდეგ.
მანამდე მათ "რუსთავი 2"-ის ეზოში კვერცხები ისროლეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო დახმარების მანქანა.
როგორც ჩანს, აქციას კონკრეტული ლიდერი არ ჰყავს. რაც გამოიხატება იმაში, რომ ხშირად სხვადასხვა გამომსვლელები ურთიერთგამომრიცხავ მოთხოვნებს აჟღერებდნენ. თუმცა საბოლოოდ შეკრებილები ერთმანეთთან შეთანხმდნენ და გაბუნიამ ტელევიზია უნდა დატოვოს.