23 დეკემბერი 2024,   06:17
ვრცლად
ვწყვეტთ მაუწყებლობას, ვიდრე ხელისუფლება არ უზრუნველჰყოფს "რუსთავი 2"-ის უსაფრთხოებას

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-მა მაუწყებლობა შეწტყვიტა - ეს განცხადება არხის გენერალურმა დირექტორმა "კურიერის" პირდაპირ ეთერში გააკეთა. "რუსთავი 2"-ის ოფისთან მიმდინარე აქციაზე შს სამინისტრომ ვერ შეძლო, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა, განხორციელდა თავდასხმები "კურიერის" ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე, ამიტომ "რუსთავი 2"-მა, მიიღო გადაწყვეტილება გაეთიშა მაუწყებლობა, ვიდრე არ მოხდება არხის უსაფრთხოების დაცვა. აქციის მონაწილეების მხრიდან იყო "რუსთავი 2"-ში შემოჭრის მუქარა და ტელევიზიის შენობას ესროლეს სხვადასხვა საგნები.  

ეს უკიდურესი ნაბიჯი გადავდგით იმის გამო, რომ ჩვენ არ გვეძლევა შესაძლებლობა ვიმუშაოთ და გადასაღებ მოედანზე მყოფი ჟურნალისტები არიან საფრთხეში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულოს კანონით დაკისრებული მოვალოება და უზრუნველჰყოს "რუსთავი 2"-ის ყველა თანამშრომლის უსაფრთხოების დაცვა.

მზად ვართ "რუსთავი 2"-ის მაუწყებლობს აღსადგენად იმავე წუთს, როგორც კი ხელისუფლება შეასრულებს მათზე დაკისრებულ მოვალეობას და დაიცავს არხის და მისი თანამშრომლების უსაფრთხოებას. 

 

დღის ამბები