18 მაისი 2024,   11:59
ვრცლად
ხელისუფლების გადამეტებული რეაქცია მიმართული იყო იმისკენ, რომ ზიანი მიეყენებინათ "რუსთავი2"-ისთვის - ეკა გიგაური

ხელისუფლების განცხადებებში არაადეკვატურობას და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის განზრახვას ხედავენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი თქმით, გიორგი გაბუნიას ეთიკიდან ამოვარდნილ განცხადებას ხელისუფლება, „რუსთავი2“-ზე მორიგი იერიშის მისატანად იყენებს.

მესამე სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, არაადეკვატურია ხელისუფლების რეაქცია იმ ფონზეც, როცა ტელეკომპანიამ მყისიერად მოიხადა ბოდიში მისი წამყვანის უცენზურო სიტყვების გამო და გამოხატვის ამ ფორმას მკვეთრად გაემიჯნა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ამბობს, რომ ხელისუფლებას გადამეტებული რეაქცია ჰქონდა, რის მიზანსაც სამაუწყებლო კომპანიის დაზარალება წარმოადგენს.

Image result for ეკა გიგაური

„ხელისუფლების მხრიდან გადამეტებული რეაქცია, ფაქტობრივად, მიმართული იყო იმისკენ, რომ უფრო მეტი ზიანი მიეყენებინათ კონკრეტული ტელეკომპანიისთვის და ასევე, ჩვენი ქვეყნისთვისაც. იმიტომ, რომ ის განცხადება, რომელიც გავრცელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან. მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუკეთებია ასეთი მწვავე განცხადებები და საერთოდ არცერთი განცხადება არ გაუკეთებია ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსეთის ქმედებებზე და რუსეთის მაღალჩინოსნების განცხადებაზე, ცხადია ის განცხადება, რაც გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, არის მიუღებელი და აბსოლუტურად არაპროფესიონალური. მგონია, რომ ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, ხელისუფლებას მართებს, რომ იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ის, რაც დღეს ვრცელდება რუსულ მედიაში, რომ თითქოს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა ბოდიში მოუხადა რუსეთს, ესეც არის მიუღებელი და რა თქმა უნდა, რუსულ პროპაგანდაში ჯდება,“ - განაცხადა გიგაურმა.

გაბუნიას მონოლოგის გამო „რუსთავი 2-ის“ შენობასთან მოსახლეობის შეკრებას კრიტიკულად აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე. ის ამბობს, რომ აქციაზე მყოფი პირები მმართველი გუნდის აქტივს წარმოადგენენ. 

Image result for გიორგი მშვენიერაძე„ეს ორკესტრირებული განცხადებები, რაც გუშინ ვნახეთ, სინამდვილეში ითარგმნება როგორც ბოდიში, ბატონო პუტინ, იმისთვის, რომ საქართველოში არ უყვარხართ. ჩვენ ვნახეთ ტელეკომპანიის წინ შეკრებილი ადამიანები, რომლებიც არიან აქტივი „ქართული ოცნების“ და გამოირჩევიან ანტიდასავლური და ამავდროულად ჰომოფობიური განწყობებით, რომლებიც ხშირად გვხვდებიან იმ აქციებზე და შეკრებებზე, რომელიც მიმართული არის სწორედ დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ და ხელისუფლებაც იოლად ახერხებს ხოლმე ამ ადამიანების მობილიზებას, მაშინ, როცა სჭირდება,“ - განაცხადა მშვენიერაძემ.

ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ გაბუნიას მონოლოგი დამატებით რისკებს არ აჩენს ქვეყნისთვის.

Image result for ზვიად ქორიძე"კიდევ ერთხელ გადავაფასოთ და ვტქვათ, რომ ეს მართლა გამოხატვის თავისუფლების ფორმატია და მეტი არაფერი და ეს არაფერს არ ცვლის, არანაირ დამატებით რისკებს არ აჩენს გარედან, უფრო მეტ რისკებს აჩენს ქვეყნის შიგნით, თუ ჩვენ უარს ვიტყვით გამოხატვის თავისუფლების დაცვაზე და სსხვა დემოკრატიული ღირებულებების დაცვაზე, მაშინ, ჩვენ ყველა ერთად, მთელი საზოგადოება, სახელმწიფო სწორედ იმ სახელმწიფოს დაემსგავსება, რომლისგანაც ასე ვცდილობთ გამიჯვნას," - განაცხადა ქორიძემ.

"რუსთავი2" -ის ჟურნალისტის, გადაცემა პ.ს.-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას საავტორო მონოლოგს, სადაცა ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აგინებს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებით ეხმაურება.

უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "რუსთავი2"-ის ჟურნალისტი მიერ გაკეთებული განცხადება, კიდევ ერთი მაგალითია იმის, სადამდე შეიძლება მიიყვანოს "რუსოფობიამ". 

ტელეკომპანია რუსთავი2-მა კი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ საავტორო გადაცემის წამყვანმა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი დაარღვია.

ამავე თემაზე
დღის ამბები