
This is a modal window.
ლევან ვასაძისა და მისი თანაგუნდელების თავზე ლგბტ ფერებში დროშა დაფრინავს. პარლამენტის წინ მიმდინარე კონტრაქციაზე, სადაც "თბილისი პრაიდის" ჩატარებას აპროტესტებენ, დრონის მეშვეობით ცაში ცისარტყელას ფერების დროშა დაფრინავს.
შეგახსენებთ, რომ დღეს "თბილისი პრაიდი" უნდა გამართულიყო, თუმცა აქციის ორგანიზატორებმა მარში გადადეს. ამის მიუხედავად ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მაინც აწყობენ.
ისინი კონტრაქციას რუსთაველზე პარლამენტის წინ მართავენ, სადაც ორ კვირაზე მეტია ანტისაოკუპაციო აქცია, გახარიას გადადგომის მოთხოვნით იმართება.
ვასაძე ამბობს, რომ 19:00 საათზე, როდესაც ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები რუსთაველზე შეიკრიბებიან არანაირი დაპირისპირება არ იქნება.
მისი თქმით, ისიც აპროტესტებს რუსულ ოკუპაციას.ვასაძე მოუწოდებს თავის მხარდამჭერებს, რომ მშვიდად იყვნენ.
„ვისაც უნდა მოვიდეს და რაც უნდა გვიქნას, ჩვენ აქედან არ დავიშლებით სანამ „თბილისი პრაიდი“ არ გაუქმდება. არ ჩაგატარებინებთ,“-ამბობს ვასაძე.