18 მაისი 2024,   21:08
ვრცლად
ჩვენს 19-დღიან პროტესტს ბოლომდე მივიყვანთ, გახარია გადადგება - ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორების თქმით, პოლიცია მათ აქციის ჩატარების საშუალებას არ აძლევს

ლევან ვასაძის მხარდამჭერები და  „ქართული მარშის“ წევრები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს არ უშვებენ.

მათ აგრესია გამოხატეს და ბოთლები დაუშინეს აქციის ორგანიზატორებს. როგორც ერთ-ერთი მათგანი სოფო კუჭავა ამბობს, სამართალდამცველებმა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს საშუალება არ მისცეს აქციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჩაეტარებინათ და აპარატურა შეეტანათ.

"ვცდილობთ მანქანა, რომელიც აქვე დგას შემოვატაროთ. წინასწარ გვქონდა საუბარი შს სამინისტროს წარმომადგენლებთან, რომლებიც დაგვპირდნენ, რომ შემოატარებდნენ მანქანას, თუმცა ცოტა ხნის წინ გვითხრეს, რომ ვერ შემოატარებენ და ჩვენ აქ აქცია არ უნდა ჩავატაროთ. მათ დავპირდით, რომ ჩვენ აქ ხმას გავაძლიერებთ ყველა შემთხვევაში. ეს ადამიანები, რომლებიც აქ დგანან ვერ გადაგვფარავენ, ჩვენს 19-დღიან პროტესტს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ, გახარია აუცილებლად გადადგება, ხმასაც გავაძლიერებთ,"-აცხადებს სოფო კუჭავა.  

შეგახსენებთ, რომ ანტისაოკუპაციო აქცია რუსთაველზე, პარლამენტის წინ უკვე მე-19 დღეა ყოველდღე 19:00 საათზე იმართება, თუმცა დღეს ეს ტერიტორია „ქართული მარშისა“ და ლევან ვასაძის მხარდამჭერებმა დაიკავეს, ისინი „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას აპროტესტებენ.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა კი ჯერ კიდევ გუშინ განაცხადეს, რომ მარშს არ გამართავდნენ.

დღის ამბები